logo
ENG



საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირეის შემთხვევების მასობრივ ზრდას ელოდებიან

18 მარ 202020:04
3 წუთის საკითხავი
 

უახლოეს დღეებში საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევების მასობრივ ზრდას ელოდებიან. დღეს კოვიდ 19-ით დაავადებულ პაციენტებს კიდევ 4 ახალი დაემატა. ჯანდაცვის სამინისტრო აგრესიული ტესტირებისთვის ემზადება. თუ გავრცელება უკონტროლო გახდება, ქვეყანაში დამატებითი ტესტების შემოტანა გახდება აუცილებელი. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ადგილობრივი გადაცემის წყაროების დადგენას მალე ვეღარ შეძლებენ, რადგან გავრცელების მეოთხეული და მეხუთეული შემთხვევები უკვე რეალურია. ამ ფონზე 20 მარტს სინოდის სხდომა იმის გადასაწყვეტად იკრიბება, შეიცვლება თუ არა ზიარების წესი.

1344-მდე გაიზარდა საკარანტინო რეჟიმში მყოფი მოქალაქეების რაოდენობა. სტაციონარში კი დაკვირვებისა და მკურნალობისთვის 216 პირია მოთავსებული. 

ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას ელოდებიან ჯანდაცვის სამინისტროში. უწყების ხელმძღვანელის თქმით, იმ შემთხვევაში თუ კორონავირუსის უკონტროლო ზრდა დაფიქსირდება, ქვეყანაში მოსახლეობის მასობრივი ტესტირების რესურსი იქნება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრი მოქალაქეებს მოუწოდებს მაქსიმალურად შეიკავონ თავი გადაადგილებისგან. ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე მიიჩნევს, რომ შექმნილ ვითარებაში თავის დაცვის საუკეთესო გზა, იზოლაციაა.

კორონავირუსის გამო შექმნილი მდგომარეობა იქნება განხილვის მთავარი საკითხი სინოდის სხდომაზე. პანდემიის გამო, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, გაატარებს თუ არა რაიმე სახის ცვლილებას საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ზიარების წესში, ეს ორ დღეში გახდება ცნობილი.


close დახურვა