საქართველოში კორონავირუსით დღეს მესამე, საერთო ჯამში, 53-ე პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაციას Stopcov.ge ავრცელებს.
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 2 ბათუმში, 1 კი ქუთაისში დაიღუპა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, საქართველოში დღეს კორონავირუსით ინფიცირების 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 375 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. მათივე ინფორმაციით, 24 საათში ქვეყანაში 3 640 PCR ტესტი ჩატარდა.