კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 2 -ით გაიზარდა და ამ დროისთვის სულ 100 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. ეს ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ გვერდზე, https://stopcov.ge/-ზე ვრცელდება.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 18 პაციენტია გამოჯანმრთელებული. კარანტინში, ბოლო მონაცემებით, იმყოფება 4978 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 266.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.