საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 482 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 105 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა.
როგორც საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილე ბერდია სიჭინავა აცხადებს, ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსის 19 231 აქტიური შემთხვევაა. 3 847 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს.
"ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 19 231. 3 847 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 958, აჭარაში - 654; მძიმე პაციენტი - 482, მათ შორის, თბილისში - 238, აჭარაში - 76. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე - 105 პირი - მათ შორის, თბილისში - 61, აჭარაში - 23. 2 238 პირი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 186 - აჭარაში, ხოლო 786 - თბილისში; 13 146 მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეში გვყავს 3 757 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 752, აჭარაში-1 926", - ამბობს სიჭინავა.
დღეს, 27 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 1 824 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსისგან 23 ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა - 1 262.
NCDC-ის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში 8 589 PCR ტესტი ჩატარდა.
საერთო ჯამში, საქართველოში კორონავირუსი სულ 32 127 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა - 12 632, გარდაიცვალა - 238.