logo
ENG



საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მოქალაქეების რაოდენობა იზრდება

18 აპრ 202019:33
3 წუთის საკითხავი
 

კორონავირუსით ინფიცირებული მოქალაქეების რაოდენობა იზრდება. ამის პარალელურად კი ხელისუფლება პაციენტების გაზრდილი ნაკადის მისაღებად, იმ კლინიკების ჩამონათვალს აფართოებს, სადაც ინფიცირებულების მკურნალობა იქნება შესაძლებელი.  დღეს ახალი შემთხვევები ისევ გამოვლინდა, მათ შორის აჭარაში, თბილისსა და ბოლნისში. ინფიცირებული მრევლის სტუმრობის შემდეგ, კარანტინში მოექცა მარტყოფის მამათა მონასტერი.

წყნეთის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესის მსგავსად, 2 კვირით ჩაიკეტა მარტყოფის მამათა მონასტერი. დაინფიცირებული მრევლი წყნეთის ეკლესიის შემდეგ, მარტყოფში იმყოფებოდა. მამათა მონასტერის წინამძღვარი არქიმანდრიტი ბენიამინი, რომელიც ასაკობრივ რისკ-ჯგუფშია, განცალკევებულ საკარანტინო ზონაშია. მას დაინფიცირებულმა ქალმა აღსარება ჩააბარა. 

კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა დღეს ბოლნისშიც. გუბერნატორის თქმით, ინფიცირების წყაროები უცნობია. რეგიონებში ვირუსის დადასტურებული შემთხვევები იზრდება. კოვიდ-19-ის 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა აჭარაშიც. 

ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო კოვიდ-19-ით ინფიცირებული ბავშვების მისაღებად უკვე მზად არის. კლინიკის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მოეწყო ცალკე ბოქსირებული შენობა, სადაც არასრულწლოვნებს მიიღებენ და უმკურნალებენ. ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო სულ 30 პაციენტს მიიღებს. 

კორონავირუსი დღეს მებაჟე-ოფიცერსაც დაუდასტურდა. ინფორმაციასაქართველოს შემოსავლების სამსახურმა გაავრცელა. უწყების ინფორმაციით, ის 8 აპრილიდან შვებულებაში იყო და კოვიდ-19-ით ინფიცირებულ ნათესავთან კონტაქტი 9 აპრილს ჰქონდა. მათივე ცნობით, მას კორონავირუსი ნათესავისგან გადაედო და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

 


close დახურვა