ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 10 ადამიანი გარდაიცვალა. საერთო ჯამში, ქვეყანაში ვირუსით 193 პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაცია StopCov.ge-ზე განხლდა.
ბოლო 24 საათში, ქვეყანაში კორონავირუსის 1 941 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 412 ადამიანი.
NCDC-ის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში 8619 PCR ტესტი ჩატარდა.
ამ მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსის 26 503 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 10 163 ადამიანი გამოჯანმრთელდა.