საქართველოში კორონავირუსით კიდევ 19 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას STOPCOV.GE ავრცელებს.
19-დან 2 პაციენტი თბილისში გარდაიცვალა, 9 აჭარაში, 6 იმერეთში, 1 შიდა ქართლში, ხოლო 1 სამეგრელო-ზემოსვანეთში.
გარდა ამისა, დღეს საქართველოში კორონავირუსის 2 295 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 2 537 ადამიანი.
ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ის 46817 შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან 31170 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 381 კი გარდაიცვალა.
ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 3 004 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 4355. 2428 ადამიანი კოვიდ სასტუმროებში მკურნალობს.