საქართველოში კორონავირუსით კიდევ 33 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
33 პაციენტიდან თბილისში 11 გარდაიცვალა, აჭარაში 11, იმერეთში 7, ქვემო ქართლში 1, გურიაში 1, ხოლო მცხეთა-მთიანეთში 2 ადამიანი.
ქვეყანაში ამ დროისთვის ვირუსით 599 ადამიანია გარდაცვლილი.
საქართველოში დღეს, 12 ნოემბერს ინფიცირების 3 120 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ჯამში ქვეყანაში ვირუსის 69 681 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 52 169 პაციენტი გამოჯანმრთელდა.