საქართველოში კორონავირუსით კიდევ 34 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ვირუსით სულ 1 085 ადამიანია გარდაცვლილი.
მათი ცნობით, დღეს ინფიცირების 3 071 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3 366 ადამიანი გამოჯანმრთელდა. სულ დადასტურებულია 114 889, მათგან 95 581 პაციენტი გამოჯანრთელდა.