საქართველოში კორონავირუსით კიდევ 34 პაციენტი გარდაიცვალა.
საქართველოს მთავრობის და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მათგან: თბილისში - 18, აჭარაში - 8, იმერეთში - 6, ქვემო ქართლში - 1, ხოლო კახეთში - 1 ადამიანი.
საერთო ჯამში ქვეყანაში ვირუსს 703 ადამიანი ემსხვერპლა.
დღეს, 15 ნოემბერს საქართველოში ვირუსის 3 020 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 387 ადამიანი.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 79 678 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 62 061 პაციენტი გამოჯანმრთელდა.