logo
ENG



საქართველოში კორონავირუსით კიდევ 42 ადამიანი გარდაიცვალა, სულ - 1 504

06 დეკ 202010:56
3 წუთის საკითხავი
 
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 42 ადამიანი გარდაიცვალა, სულ - 1 504

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 42 ადამიანი გარდაიცვალა. ჯამში ქვეყანაში ვირუსს 1 504 პირი ემსხვერპლა.

დღეს, 6 დეკემბერს საქართველოში კორონავირუსის 4 321 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსისგან 4 301 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ამ მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 162 475 შემთხვევაა გამოვლენილი. მათ შორის, 133 511 ადამიანი გამოჯანმრთელდა.


close დახურვა