საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 45 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათი ცნობით, 18 ადამიანი გარდაიცვალა თბილისში, 14 აჭარაში, 7 იმერეთში, 3 ქვემო ქართლში, 2 კახეთში, ხოლო 1 სამეგრელო-ზემო სვანეთში.
ამ დროისთვის ქვეყანაში ვირუსით 566 ადამიანია გარდაცვლილი.
დღეს, 11 ნოემბერს ქვეყანაში ინფიცირების 2 911 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 421 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.
ჯამში საქართველოში ვირუსის 66 561 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 49 811 პაციენტი გამოჯანმრთელდა.