ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 49 ადამიანი გარდაიცვალა. საერთო ჯამში ქვეყანაში ვირუსს 976 პაციენტი ემსხვერპლა.
დღეს, 22 ნოემბერს ქვეყანაში კორონავირუსის 4 048 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში ვირუსისგან 3 856 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
საერთო ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსის 104 732 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 85 639 გამოჯანმრთელდა.