კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანის გარდაცვალებაზე ინფორმაციას სამთავრობო ვებგვერდი stopcov.ge ავრცელებს.
გარდა ამისა, 3-ით გაიზარდა ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა და ჯამში 924 შეადგინა. მათგან 785 პაციენტი ვირუსისგან განიკურნა, 15 კი გარდაიცვალა.
ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 2 819 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 230.