საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს. 2-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსი 1 155 ადამიანის დაუდასტურდა, საიდანაც 929 განიკურნა, ხოლო 16 გარდაიცვალა.
ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 6 489 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 337.