საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 171 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 382 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 14 კი გარდაიცვალა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 14 298 ტესტი, მათ შორის 8 547 ანტიგენი და 5 751 - PCR.
მათივე ინფორმაციით, 28 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.20 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.66 %, ხოლო 7 დღის - 1.60 %.
StopCoV.ge-ს თანახმად, ქვეყანაში სულ დადასტურებულია 280 472 შემთხვევა, საიდანაც 272 601 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 765 კი გარდაიცვალა.