logo
ENG



საქართველოში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

24 ივლ 202010:09
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს. 1-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსი 1 104 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 912 გამოჯანმრთელდა, ხოლო 16 გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 5 936 ადამიანია მოთავსებული, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 268.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა.


close დახურვა