logo
ENG



საქართველოში კორონავირუსის 1 030 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

15 აპრ 202110:45
3 წუთის საკითხავი
clock 871

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 1 030-ით გაიზარდა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 706 ადამიანი, 7 კი გარდაიცვალა.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 32 801 კვლევა, აქედან 20 919 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 11 882 PCR-ით.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის ვაქცინით 24 917 ადამიანია აცრილი.

დღიური დადებითობის მაჩვენებელი 3,14%-ია, ბოლო 14 დღის - 2,68%, ბოლო 7 დღის - 2,82%.

დღეს გამოვლენილი შემთხვევებიდან დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:

  • თბილისი - 538 შემთხვევა;
  • აჭარა - 103;
  • იმერეთი - 73;
  • ქვემო ქართლი - 63;
  • შიდა ქართლი - 30;
  • გურია - 24;
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 119;
  • კახეთი - 42;
  • მცხეთა-მთიანეთი - 25;
  • სამცხე-ჯავახეთი - 11;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 8 921 აქტიური შემთხვევაა. 2 616 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 294, აჭარაში - 400, იმერეთში - 359. მძიმე პაციენტია 446 პირი, მათ შორის, თბილისში - 213, აჭარაში - 59, იმერეთში -79. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 76 პირი, მათგან თბილისში - 51, აჭარაში -9, იმერეთში - 8. 394 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 217 - თბილისში, 163 - აჭარაში. 5 911 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 155 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 74, ხოლო აჭარაში - 4. თვითიზოლაციაში იმყოფება 14 639 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 7 437 პირი, აჭარაში - 2 475, იმერეთში - 1 024.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობა 292 244-ს შეადგენს. აქედან 279 389 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 908  გარდაიცვალა.


close დახურვა