საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 1 085-ით გაიზარდა.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 432 ადამიანი, 7 კი გარდაიცვალა.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 35 863 კვლევა, აქედან 23 896 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 11 967 PCR-ით.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის ვაქცინით 23 493 ადამიანია აცრილი.
stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 3,03%-ია, ბოლო 14 დღის - 2,56%, ბოლო 7 დღის - 2,67%.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:
- თბილისი - 664 შემთხვევა;
- აჭარა - 96;
- იმერეთი - 52;
- ქვემო ქართლი - 40;
- შიდა ქართლი - 31;
- გურია - 24;
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 120;
- კახეთი - 24;
- მცხეთა-მთიანეთი - 22;
- სამცხე-ჯავახეთი - 5;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7.
ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 8 604 აქტიური შემთხვევაა. 2 546 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 264, აჭარაში - 390, იმერეთში - 360. მძიმე პაციენტია 426 პირი, მათ შორის, თბილისში - 209, აჭარაში - 54, იმერეთში -73. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 81 პირი, მათგან თბილისში - 52, აჭარაში -10, იმერეთში - 7. 338 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 201 - თბილისში, 126 - აჭარაში. 5 720 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 162 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 74, ხოლო აჭარაში - 6. თვითიზოლაციაში იმყოფება 13 708 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 7 103 პირი, აჭარაში - 2 261, იმერეთში - 994.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობა 291 214-ს შეადგენს. აქედან 278 683 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 901 გარდაიცვალა.