საქართველოში კორონავირუსის 1 137 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 179 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას StopCoV.ge ავრცელებს.
მათი ცნობით, ბოლო 24 საათში 11 პაციენტი გარდაიცვალა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, გასულ დღე-ღამეში 17 019 ტესტი ჩატარდა, მათ შორის 9 840 ანტიგენი, 7 179 - PCR.
ჯამში ქვეყანაში ვირუსის 251 071 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 238 101 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 2 998 კი გარდაიცვალა.