საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 2 345-ით გაიზარდა.
საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში, ვირუსისგან განიკურნა 3 560 ადამიანი, 51 კი გარდაიცვალა.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 14 457 კვლევა ტესტით, მათ შორის 8 359 კვლევა ანტიგენის ტესტით, 6 098 კი PCR-ით.
ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:
- თბილისი - 1 017 შემთხვევა;
- აჭარა - 139;
- იმერეთი - 429;
- ქვემო ქართლი - 157;
- შიდა ქართლი - 192;
- გურია - 16;
- სამეგრელო და ზემო სვანეთი - 146;
- კახეთი - 158;
- მცხეთა-მთიანეთი - 43;
- სამცხე-ჯავახეთი - 34;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 14.
ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 20 644 აქტიური შემთხვევაა. 6 270 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 781, აჭარაში - 655, იმერეთში - 1 287. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 082 პირი, მათ შორის, თბილისში - 529, აჭარაში - 123, იმერეთში - 231. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 414 პირი, მათგან თბილისში - 208, აჭარაში - 41, იმერეთში - 86. 1 600 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 591 - თბილისში, 721 - აჭარაში, 115 - იმერეთში. 12 774 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 455 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 202, აჭარაში - 131, ხოლო იმერეთში - 6. თვითიზოლაციაში იმყოფება 39 672 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 19 113 პირი, აჭარაში - 4 634, იმერეთში - 5 363.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 214 871-ს შეადგენს. აქედან 191 968 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 2 233 გარდაიცვალა.