საქართველოში კორონავირუსის 3 697 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ახალი ინფიცირებულების განაწილება ასეთია: თბილისი 1 256, აჭარა - 664, იმერეთი - 538, ქვემო ქართლი - 243, შიდა ქართლი - 175, გურია - 127, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 304, კახეთი - 238, მცხეთა-მთიანეთი - 91, სამცხე-ჯავახეთი - 55, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6.
ვირუსისგან ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 38 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 2 409 პაციენტი.
ჯამში, დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირდა 93 092 ადამიანი. აქედან, გამოჯანმრთელდა 73 877, ხოლო 853 გარდაიცვალა.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2019 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.