საქართველოში კორონავირუსის 4 734 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას StopCoV.ge ავრცელებს.
მათი ცნობით, ბოლო 24 საათში 38 პაციენტი გარდაიცვალა, 3 895 კი გამოჯანმრთელდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღე-ღამეში სულ 20 959 ტესტი ჩატარდა, აქედან 7 793 PCR და 13 166 ანტიგენი.
სულ გამოვლენილია ინფიცირების 174 383 შემთხვევა, მათგან 145 287 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 1 614 კი გარდაიცვალა.