logo
ENG



საქართველოში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

10 ივნ 202010:40
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს. ამასთან, 4-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც.

ბოლო მონაცემებით ქვეყანაში ვირუსის 822 შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან 690 პაციენტი სრულად განიკურნა, 13 კი, გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 3 230 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 285.


close დახურვა