საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 5 068 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 38 ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსისგან კიდევ 2 336 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 24 349. მათ შორის, 6 671 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. მძიმე პაციენტია 1 070 ადამიანი, მათგან 476 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.
ჯამში ქვეყანაში 152 704 ადამიანი დაინფიცირდა. აქედან, გამოჯანმრთელდა 126 904, ხოლო 1 425 გარდაიცვალა.