საქართველოში კორონავირუსი კიდევ 5 პირს დაუდასტურდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის 707 შემთხვევაა დაფიქსირებული. მათგან 456 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა, 12 კი გარდაიცვალა.
ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 3 914 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი, 340.