logo
ENG



საქართველოში კორონავირუსის 723 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 19 პაციენტი გარდაიცვალა

28 იან 202110:45
3 წუთის საკითხავი
 
საქართველოში კორონავირუსის 723 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 19 პაციენტი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 723 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა ჯამში 17 850 კვლევა ტესტით, მათ შორის 10 718 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 132 PCR ტესტით. შესაბამისი მონაცემები სამთავრობო ვებგვერ StopCov.ge-ზე უკვე განახლდა.

გარდა ამისა, ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 932 პირი და გარდაიცვალა 19 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე საქართველოში ვირუსს ჯამში 3 127 ადამიანი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 723 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისშია - 321;
  • აჭარაში - 33;
  • იმერეთში - 121;
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 78;
  • შიდა ქართლი - 52;
  • კახეთი - 42;
  • ქვემო ქართლში - 27;
  • სამცხე-ჯავახეთი -23;
  • გურია - 9; 
  • მცხეთა-მთიანეთი - 16; 
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 6 675, ხოლო 3 559 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 538 ადამიანი.


close დახურვა