logo
ENG



საქართველოში კორონავირუსის 742 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 12 პაციენტი გარდაიცვალა

27 იან 202110:44
3 წუთის საკითხავი
 
საქართველოში კორონავირუსის 742 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 12 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსის 742 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 081 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას StopCoV.ge ავრცელებს.

მათი ცნობით, ბოლო 24 საათში კიდევ 12 პაციენტი გარდაიცვალა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღე-ღამეში 18 007 ტესტი ჩატარდა, მათ შორის 10 627 ანტიგენი, 7 380 - PCR.

ამ დროისთვის სულ დადასტურებულია 255 564 შემთხვევა, მათგან 245 527 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 108 კი გარდაიცვალა.


close დახურვა