საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაცია stopcov.ge-ზე არის გამოქვეყნებული. გამოჯანმრთელდა ხუთი პაციენტი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1145 შემთხვევაა დადასტურებული. სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 927-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმში 6459 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 353 ადამიანი.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 16 პაციენტი გარდაიცვალა.