საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას NCDC ავრცელებს. 5-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსი 1 168 ადამიანის დაუდასტურდა, საიდანაც 940 განიკურნა, ხოლო 17 გარდაიცვალა.
ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 6 596 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 337.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.