დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, საქართველოში კორონავირუსის 903 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 636 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
მათი ინფორმაციით, ბოლო 24 საათში 24 ადამიანი გარდაიცვალა.
დღე-ღამეში 14 827 ტესტი ჩატარდა, მათ შორის 6 830 PCR, 7 997 კი ანტიგენი.
ამ დროისთვის სულ დადასტურებულია 251 974 შემთხვევა, მათგან 238 737 პაციენტი გამოჯანრთელდა, 3 022 კი გარდაიცვალა.