logo
ENG



საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა

11 მარ 202020:14
3 წუთის საკითხავი
 
77l1vr48954rn99.jpg

საქართველოში კორონავირუსის კიდევე ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაცია დაავადების კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა გაავრცელა. 

საქართველოში ამ დროისთვის ლაბორატორიულად დადასტურებული კორონავირუსის 24 შემთხვევაა.

"24-ე შემთხვევა გვაქვს დადასტურებული ლაბორატორიულად. ზოგადად დაკავშირებულია იტალიასთან. კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება პანდემიის გამოცხადებას, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ახალ რეკომენდაციებს გამოაქვეყნებს, თუ რა იქნება გასაკეთებელი პანდემიის დროს. იქნება გარკვეული სიახლეები", - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანეელმა, ამირან გამყრელიძემ. 


close დახურვა