საქართველოში კორონავირუსისგან განკურნებულთა რაოდენობა 309-მდე გაიზარდა - ამის შესახებ ინფორმაცია სპეციალურ საიტზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 635 შემთხვევა ფიქსირდება - აქედან ლეტალურად 10 შემთხვევა დასრულდა.
კარანტინის რეჟიმში რჩება 4717 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 452 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსი პირველად 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.