logo
ENG



საქართველოში კორონავირუსისგან გარდაცვლილთა რაოდენობა 43-მდე გაიზარდა

02 ოქტ 202010:31
3 წუთის საკითხავი
 
xhz5fwzpd013ydk.jpg

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ორი ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას STOPCOV.GE ავრცელებს. ჯამში, ქვეყანაში ვირუსისგან 43 ადამიანია გარდაცვლილი.

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის თქმით, ორივე გარდაცვლილს მძიმე თანხმლები დაავადებები ჰქონდა.

"ორივე გარდაცვალების შემთხვევა გამოვლინდა ქუთაისის კლინიკა ბომონდში, სადაც ამჟამად 90-მდე პაციენტი გადის მკურნალობას. ერთ-ერთი გარდაცვლილი იყო 78 წლის ქალბატონი, რომელსაც ონკოლოგიური დაავადება და ორმხრივი მძიმე პნევმონია ჰქონდა. მეორე გარდაცვლილი იყო 72 წლის მამაკაცი, რომელსაც ორმხრივი მძიმე პნევმონია ჰქონდა. მას აგრეთვე ჰქონდა თანხმლები დაავადებები და მისი მდგომარეობიდან გამოყვანა ვერ მოხერხდა", - განაცხადა ენდელაძემ.

2 ოქტომბრის მონაცემებით, კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 453-ით გაიზარდა, 296 ადამიანი გამოჯანმრთელდა. 

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსის 7 093 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 3 714 ადამიანი გამოჯანმრთელდა.


close დახურვა