![jxbm9rgxvqgp6bh.jpg](/uploads_script3/news/jxbm9rgxvqgp6bh.jpg)
საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 22 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
ჯამში ქვეყანაში ვირუსისგან 307 ადამიანია გარდაცვლილი.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1 673 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა - 2 881.
საერთო ჯამში, საქართველოში კორონავირუსი სულ 38 936 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა - 22 691.