საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 6 ადამიანი გარდაიცვალა. ჯამში, ქვეყანაში ვირუსისგან 72 ადამიანია გარდაცვლილი. ინფორმაციას STOPCOV.GE ავრცელებს.
ამ დროისთვის ქვეყანაში ვირუსის 10 752 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 5 866 პაციენტი განიკურნა, ხოლო 72 გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 5 574 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836. 1 338 ადამიანი კოვიდ სასტუმროებში მკურნალობს.