დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
ცენტრის ცნობით, მიწისქვეშა ბიძგები თბილისიდან 58 კილომეტრში, წალკიდან სამხრეთ-დასავლეთით, სოფელ მამიშლართან დაფიქსირდა.
ბიძგების სიმძლავრემ 3 მაგნიტუდა შეადგინა.