logo
ENG



საქართველოში მრევლს ტაძრებში მისვლის შესაძლებლობა ჰქონდა - BBC

19 აპრ 202012:19
3 წუთის საკითხავი
 

მსოფლიოს მართლმადიდებლურ ტაძრებში ჩატარებულ სააღდგომო ლიტურგიებს სტატიას უძღვნის BBC. ავტორი წერს, როგორ აღნიშნეს მართლმადიდებლებმა მაცხოვრის აღდგომის დღესასწაული კარანტინის პირობებში.

სტატიაში ნათქვამია, რომ ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში მორწმუნეებს მოუწოდეს კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საეკლესიო ლიტურგიებში მონაწილეობა არ მიეღოთ. მაგრამ საქართველოში მრევლს ტაძრებში მისვლის შესაძლებლობა ჰქონდა, - წერს BBC.

ავტორი აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ სააღდგომოდ საფლავები დახურა და კომენდანტის საათიც გამოაცხადა, თუმცა მიღებული ზომების და ჯანდაცვის სპეციალისტების თხოვნის მიუხედავად მორწმუნეები ტაძრებში მაინც მივიდნენ. 


close დახურვა