logo
ENG



საქართველოში მყოფი ირანის მოქალაქეები სამშობლოში გამგზავრებას ვერ ახერხებენ

24 თებ 202011:51
3 წუთის საკითხავი
 

კორონავირუსის საფრთხესთან დაკავშირებით საქართველოში მომუშავე ჩინური კომპანიები დამატებით მუშა ხელს ვეღარ ჩამოიყანენ. ამასთან, გაუქმებულია ფრენები ირანიდან. საქართველოში კი რჩებიან ირანის მოქალაქეები, რომლებიც სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ. 

"ფორმულას" ინფორმაციით, დღეს აეროპორტში მისულმა ირანის მოქალაქეებმა თეირანში გამგზავრება ვერ შეძლეს. როგორც "ფორმულასთან" საუბარში, ერთ-ერთმა ტურისტმა აღნიშნა, მისი რეისი დღეს იყო ჩანიშნული, თუმცა აეროპორტში მისულს ფრენა გაუქმებული დახვდა. მისივე თქმით, შესაძლოა, დღეს ავიაკომპანიამ 20:00 საათზე უნდა ჩამოიყვანოს თვითმფრინავი, რომელიც ტურისტებს თეირანში წაიყვანს, თუმცა, მგზავრის განცხადებით, ეს ინფორმაცია საბოლოოდ დადასტურებული არ არის. ტურისტი აცხადებს, რომ მას ინფორმაციას არ აწვდიან. 

რაც შეეხება ავიაკომპანიას, მისი წარმომადგენლები "ფორმულასთან" საუბარში ამბობენ, რომ რეისის შესრულება მგზავრების რაოდენობაზეა დამოკიდებული. 

"ამას ავიაკომპანია დაგეგმავს იმის მიხედვით, თუ რამდენი ადამიანი იქნება გადასაყვანი. ავიაკომპანია ამ ეტაპზე დაკავებულია მგზავრების გაყვანით და არ ასრულებს დაგეგმილ რეისებს", - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი. 

აღსანიშნავია, რომ შეზღუდვები უწესდება იმ კომპანიებსაც, რომლებსაც ჩინეთიდან მუშა ხელი ჩამოჰყავთ. ინფრასტრუქტურის სამინისტროში მიმდინარეობს შეხვედრა ჩინური კომპანიების წარმომადგენლებთან. 

შეგახსენებთ, რომ ირანთან საჰაერო მიმოსვლა საქართველომაც შეზღუდაჯერჯერობით ღია რჩება სახმელეთო საზღვარი, თუმცა ვითარების კიდევ უფრო გართულების შემთხვევაში, ისიც ჩაიკეტება. კორონავირუსისთ ირანში უკვე 8 ადამიანი გარდაიცვალა. 



close დახურვა