საქართველოში ნარკოტიკების შემოტანის საქმეზე დაკავებული ბრიტანეთის მოქალაქე ბელა მეი კალი თავისუფალია.
19 წლის ახალგაზრდა ქალი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
ბელა მეი კალი 35 კვირის ორსულია.
პროკურატურამ ბრიტანეთის მოქალაქე დამნაშავედ ცნო და მოითხოვა თავისუფლების აღკვეთა 5 თვისა და 24 დღის ვადით. დამატებით სასჯელად კი განესაზღვრა ჯარიმა 500 ათასი ლარის ოდენობით.
ბელა მეი კალის დაკავების შემდეგ ეს სასჯელი მოხდილად ჩაეთვალა.
ბელა მეი კალი 2025 წლის მაისში დააკავეს. მას ბრალად ედებოდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვა და საქართველოში უკანონოდ შემოტანა.
