დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია ომიკრონის 147 შემთხვევა.
საქართველოში ომიკრონის შტამი პირველად 20 დეკემბერს დადასტურდა.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 943 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 37 ადამიანი.
გასული დღე ღამის განმავლობაში ჩატარდა 15 032 ტესტი.
დადებითობის დღიური მაჩვენებელია 6.27%.