5-7 ოქტომბერს, იარაღის კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ბონი დენის ჯენკინსი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოვა. ინფორმაცია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ თბილისში ვიზიტის დროს ჯენკინსი ცენტრალურ აზიისა და კავკასიის რეგიონში ბიოუსაფრთხოების ასოციაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოვა და კორონავირუსთან ბრძოლაში მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრებს.
როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზეა აღნიშნული, ბონი ჯენკინსი საქართველოში ვიზიტისას ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.