logo
ENG



საქართველოში პირველად აუგმენტური რეალობის წიგნები გამოსცეს

29 დეკ 201916:59
3 წუთის საკითხავი
 
bsggymo2349jj4c.jpg

საქართველოში პირველად აუგმენტური რეალობის წიგნები გამოსცეს. ეს არის თამანედროვე ტექნოლოგიით გამოცებული წიგნები, რომელთა ელექტრონული მოწყობილობებიც საშუალებას იძლევა პერსონაჟები მულტიპლიკაციური ფორმით გაჩნდნენ ეკრანზე. ახალი წიგნების პრეზენტაცია დღეს წიგნების საახელწლო ფესტივალზე გაიმართა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოოლოგიის ინსტიტუტის მკვლევარი ედიშერ ცხაკაია აცხადებს, რომ ასეთი წიგნები ბავშვებს საშუალებას აძლევს, რეალობაში გაეცნონ პერსონაჟებსა თუ ცხოველთა სამყაროს, ამისათვის კი სმარტფონი და სპეციალური აპლიკაციაა საჭირო. 

"ეს არის ახალი ტექნოლოგიით გამოშვებული წიგნები, რომელიც იძლევა შესაძლებლობას, ბუნებრივ რეალობაში ნახონ და გაეცნონ ცხოველთა სამყაროს. თანამედროვე ბავშვები კარგად ფლობენ ციფრულ ტექნოლოგიებს და მმომავალში ასეთი წიგნები უფრო ბევრი იქნება", - განაცხადა ცხაკაიამ. 

გამომცემელი მარიამ კასრაძე ამბობს, რომ სულ ამ დროისთვის 3 გამოცემა წარადგინეს. 

"ჩავატარეთ პრეზენტაცია და წარვადგინეთ 3 გამოცემა. ხშირად ამ წიგნებს ჯადოსნურ წიგნებს ვეძახით, რადგან დაკავშირებულია აუგმენტურ რეალობასთან. ეს არის თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც იძლევა საშუალებას, რომ პერსონაჟები გაცოცხლდნენ და მულტიპლიკაცია გაჩნდეს ეკრანზე", - აღნიშნა კასრაძემ. 


close დახურვა