logo
ENG



საქართველოში რუსული გადახდის სისტემა ხარვეზებით მუშაობს

25 აგვ 202413:25
3 წუთის საკითხავი
 

რუსული გადახდის სისტემა საქართველოში ხარვეზებით მუშაობს. სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, ზალატაია კორონას მომხმარებლები ფულად გზავნილებს ვერ იღებენ.

თიბისი ბანკსა და საქართველოს ბანკში აცხადებენ, რომ ზალატაია კორონას აპლიკაციიდან რუსეთიდან ანგარიშებზე თანხის გადმორიცხვა ამ დრომდე ვერ ხერხდება. მათივე თქმით, ხარვეზი ტექნიკურია და არა მხოლოდ საქართველოში, არამედ გლობალურად ფიქსირდება.

გავრცელებული ინფორმაციით, 2 დღის წინ აშშ-მა იმ კომპანიას, რომელმაც ამ გადახდის სისტემისთვის პროგრამული უზრუნველყოფა შექმნა, სანქციები დაუწესა. ამ ეტაპზე უცნობია, არის თუ არა სანქციები და თანხების გადარიცხვისას წარმოქმნილი შეფერხებები ერთმანეთთან კავშირში.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსული ბანკების წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო, რუსეთიდან სხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში ფულის გაგზავნის ერთ-ერთ მთავარი არხი სწორედ ზალატაია კორონა გახდა.

 

 


close დახურვა