logo
ENG



საქართველოში სატვირთო ავტომობილების მონიტორინგი მკაცრდება

30 მაი 202018:43
3 წუთის საკითხავი
 
zjpfje0ys6b2mqc.jpg

საქართველოში სატვირთო ავტომობილების მონიტორინგი გამკაცრდება -  ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, ზომების გამკაცრება კორონავირუსის გავრცელების პრევენციულ ღონისძიებათაგან ერთ-ერთია.

საგანგებო შტაბის და ჯანდაცვის სამინისტროს მონაწილეობით მკაცრდება მონიტორინგი მძღოლებზე, მათ შორის მასობრივი ტესტირება დაწყებულია უკვე და ეს არის ის ჯგუფი, რომელზეც ამიერიდან კიდევ უფრო მეტად გამკაცრდება კონტროლი“, - განაცხადა თურნავამ.


close დახურვა