logo
ENG



საქართველოში წილხვდომილობის დღესასწაულის აღნიშვნა მთელ კვირას გაგრძელდება

12 მაი 202020:36
3 წუთის საკითხავი
 

დღეს დაიწყო და მთელი კვირა გაგრძელდება საქართველოში წილხვდომილობის დღესასწაულის აღნიშვნა. წილხვდომილობის დღესასწაულისთვის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილ 900 ათას ლარს სპეციალისტები მთავრობას არამიზნობრივ ხარჯვაში უთვლიან. 

წლევანდელი წილხვდომილობის ხარჯები უცნობია. ასევე გაუგებარია, რატომ არ აღნიშნა ხელისუფლებამ შარშანდელივით პომპეზურად მრევლთან და სამღვდელოებასთან ერთად დღესასწაული.

ხარჯის და კანონის შეცვლის მიუხედავად, მომლოცველების დიდი ნაწილისთვის საეკლესიო კალენდარში მაინც არაფერი შეცვლილა.

„ფორმულას“ არაერთი მცდელობის მიუხედავად, გაურკვეველია, რა თანხა გამოიყო დღესასწაულისთვის და საერთოდ დაიხარჯა თუ არა ბიუჯეტის ფული წელს.  ასევე უცნობია კონკრეტული ღონისძიებების ნუსხა. კითხვები არასამთავრობო ორგანიზაცეიბსაც აქვთ, რომლებიც ოფიციალური დოკუმენტაციის გამოთხოვნას საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ გეგმავენ. 

12 მაისი ორმაგად უქმე დღედ და ერთდროულად ორ რელიგიურ დღესასწაულად პარლამენტმა შარშან გამოაცხადა.

 


close დახურვა