კორონავირუსის პირობებში, საქართველოში ჰაერის ხარისხი გაუმჯობესდა. ამის მიზეზად კი გარემოს ეროვნულ სააგენტოში ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად დაწესებულ შეზღუდვებს ასახელებენ.
ბოლო ერთი თვის განმავლობაში ყველაზე კარგ მაჩვენებელზეა აზოტის დიოქსიდი, რაც ჰაერის ერთ-ერთი ძირითადი დამაბინძურებელია. ეს კი ავტოტრანსპორტის რაოდენობის შემცირებით არის გამოწვეული. გაუმჯობესებულია მდგომარეობა ჰაერში მყარი ნაწილაკების შემცველობის კუთხითაც. გარემოს სააგენტოში ეკოლოგიური ტრანსპორტის განვითარების მნიშვნელობაზე საუბრობენ.