სულ უფრო ბუნდოვანი ხდება ეგრეთ წოდებული ტერორიზმის საქმე. მასალებს გრიფი "საიდუმლო" მიანიჭეს, ადვოკატებს კი გაუთქმელობის ხელწერილით, დეტალებზე ლაპარაკი აუკრძალეს. ორ დაკავებულ პირს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. ერთ-ერთი დაკავებულის ოჯახი კი მედიას უყვება, რომ მტკიცებულებები თავად სამართალდამცველებმა ჩაუდეს.