logo
ENG



საქნახშირის 144 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

17 ნოე 202010:25
3 წუთის საკითხავი
 
2020/11/17/wilag90cdodljsn.jpg

"საქნახშირის" განცხადებით, ტყიბულის შახტში კომპანიის 144 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. კომპანიის გადაწყვეტილებით, საწარმოში სამუშაო პროცესი 2 კვირით შეჩერდება.

"შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, კომპანიის გადაწყვეტილებით, საწარმოში სამუშაო პროცესი 2 კვირით შეჩერდება. თანამშრომლების ძირითადი ნაწილი გადავა იზოლაციაში. მათ კოვიდ სასტუმროებში გადაყვანას სახელმწიფო უზრუნველყოფს. შეიქმნება სპეციალური ქოლ ცენტრი, რომელიც ინფიცირებულებისა და მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს განახორციელებს", - ნათქვამია საქნახშირის განცხადებაში.

"საქნახშირის" თანამშრომლებს ტესტირება ორკვირიანი კარანტინის გასვლის შემდეგ განმეორებით ჩაუტარდებათ.


close დახურვა