სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2020 წლის II კვარტალში, საქმიანობის სახეების მიხედვით, კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2020 წლის II კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 924.2 ლარით, ხოლო კაცების - 1 352.4 ლარით განისაზღვრა.
ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 10.7 ლარი შეადგინა, კაცებში ეს მაჩვენებელი შემცირდა 67.4 ლარით.
ზოგადად, საქართველოში, 2020 წლის II კვარტალში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 2.5%-ით შემცირდა.